სხვა

0:38 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლის ტურ დე ფრანსი იტალიაში დაიწყება

ტურ დე ფრანსი 2024 წელს სტარტს იტალიაში აიღებს, სადაც პირველი სამი ეტაპი გაიმართება. იტალია ტურის სტარტს პირველად უმასპინძლებს მას შემდეგ, რაც ეს პოპულარული ველომარათონი ასი წლის წინათ, პირველად მოიგო იტალიელმა მრბოლმა, ოტავიო ბოტეკიამ.

2024 წლის ტურ დე ფრანსი სტარტს ფლორენციაში, 29 ივნისს აიღებს, საიდანაც ქალაქ რიმინისკენ, ადრიატიკის ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული გზით გაემართება. მეორე ეტაპი პატარა ქალაქ ჩეზენატიკოში დაიწყება და ბოლონიაში დასრულდება. მესამე ეტაპის სტარტი კი პიაჩენცაშია დანიშნული, ფინიშს კი ტურინი უმასპინძლებს.

ველომარათონი პარიზის შონზ ელიზეს ნაცვლად, სამხრეთის ქალაქ ნიცაში, 21 ივლისს დასრულდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ტურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პარიზში სტარტს ოლიმპიური თამაშები აიღებს.

0.136426