ფეხბურთი

23:22 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეგჰორსტი: "მოედანზე ჩემთვის ყველა ერთნაირია, ახლა მესიმ ჩემი სახელი იცის"

ნიდერლანდების ნაკრებისა და სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელმა ვოუთ ვეგჰორსტმა ლიონელ მესისთან არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დროს მომხდარი კონფლიქტის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მესის ის დიდ პატივს სცემს და ინციდენტში დადებითი ასპექტიც დაინახა.

„ჩემთვის მოედანზე ყველა ერთნაირია. არ აქვს მნიშვნელობა მესის წინააღმდეგ ვითამაშებ თუ სხვა ფეხბურთელის, ყოველთვის ყველაფერს გავცემ. ეს გავაკეთე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში. თამაშის დროს იყო ჩვენს შორის რაღაც დაძაბულობა, მაგრამ მე მას დიდ პატივს ვცემ, ის საუკეთესო ან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სიმართლე ისაა, რომ თამაშის შემდეგ მსურდა მისთვის პატივისცემა დამედასტურებინა, მაგრამ მას სხვა რეაქცია ჰქონდა. იდიოტი რომ დამიძახა, არა უშავს, სასიამოვნო კომპლიმენტად ვუყურებ. ახლა მან იცის ჩემი სახელი, ამ დადებითი კუთხით ვუყურებ იმას, რაც მოხდა“, - თქვა ვეგჰორსტმა.

0.120232