ძიუდო

20:40 | 22.12.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ილია სულამანიძის ოქროს მედალი იერუსალიმის მასტერსზე

ილია სულამანიძე იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებული გახდა და საქართველომ შეჯიბრი ოქროს მედლით დაასრულა.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი და მასპინძელი პეტერ პალჩიკი დაამარცხა, შედეგად ნახევარფინალში გავიდა, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევს შეხვდა და დაამარცხა. სულამანიძე ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას გაეჯიბრება, რომელსაც გაფრთხილებებით აჯობა და მასტერსის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსი 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა - ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველო (კაცებში) მეორე ადგილზე გავიდა და იაპონიას ჩამორჩა, ქალების შედეგების ჩათვლით კი მესამე ადგილი ერგო იაპონიისა და საფრანგეთის შემდეგ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:01 | 23.03.2016
maestro10 (13745)

Vatxovot erti mekare

22:00 | 22.03.2016
gio yvinchila (413)

და ამას ბუტლანდი ან რუდი არ ჯობდა? ან ფორსტერი ფოსტერი არა ფორსტერი

18:49 | 22.03.2016
რენე ფერეირა (6798)

სიტის რა ეშველება?ჰარტი კომპანი სტერლინგი დებრუინი ნახევარი გუნდია

0.069185