ფეხბურთი

19:45 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ლა ლიგას თუ მოვიგებთ, სეზონი დადებითად შეფასდება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის უპირველესი მიზანი მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგება იქნება. ესპანელმა აღნიშნა, რომ სეზონი წარმატებულად შეფასდება, თუ ეს ესპანეთის ჩემპიონები გახდებიან.

„ლა ლიგის მოგება სტაბილურობას მოუტანს, როგორც კლუბს, ისე პროექტს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტული მიზანი. თუმცა, ასევე მოუთმენლად ველით ესპანეთის სუპერთასს, ესპანეთის თასსა და ევროპა ლიგას, რადგან ეს არის ევროთასი, რომელიც ჯერ არ მოგვიგია.

ჩვენი მიზანია ლიდერობისკენ სწრაფვა და ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. წინ რთული მატჩები გველის, მათ შორის დერბი და თანაც ლევანდოვსკი დისკვალიფიცირებულია. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არ დავკარგოთ. თუ ლა ლიგას მოვიგებთ, კარგი სეზონი იქნება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას 14 ტურის შემდეგ 37 ქულით ლიდერობს და „რეალს“ 2 ქულით უსწრებს, 31 დეკემბერს კი უახლოეს ტურში „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128468