პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩესლავ მიხნევიჩს დაატოვებინეს. ინფორმაცია ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
მიხნევიჩი პოლონეთის ნაკრებს 2022 წლის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში, მაგრამ მასთან კონტრაქტი არ გახანგრძლივდა.
მიხნევიჩმა პოლონეთს ჯერ მუნდიალზე გასასვლელი პლეი-ოფი მოაგებინა, მერე კი გუნდი ფინალური ეტაპის მერვედფინალშიც გაიყვანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა მუნდიალზე ჯგუფიდან გასვლა 1986 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.