ფეხბურთი

17:43 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "წლის დასაწყისში კვარაცხელია ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასს გაუორმაგებენ"

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს 2023 წლის დასაწყისში გაუფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელებს კვარას შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი. ვინაიდან, ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის შორის ურთიერთობა ძალიან კარგია, მხარეებს შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდებათ.

მილანური გაზეთი წერს, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს, ხოლო მისი ხელფასი გაორმაგდება. 21 წლის ქართველის გასამრჯელო ამჟამად 1.2 მილიონი ევროა, შესაბამისად, კონტრაქტის განახლების შემდეგ ის 2.4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ჯუღელსა და ჯუნტოლის შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი ნიკოლო სკირაც წერდა, რომლის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს იანვრის დასაწყისში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში თავი 8 გოლით, 8 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

0.126488