თამაშგარე

16:14 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის ფინალზე მაინც გაიხადეს!

რა არ ქნეს, როგორ არ ეცადნენ ყატარში აწდასრულებული მუნდიალის პურიტანი ორგანიზატორები, რომ სტადიონებზე ქომაგ ქალებს მკერდი არ მოეშიშვლებინათ და მამრებს რაც ქონდათ, ალალად ის რომ არ დაელაგებინათ ყველას თვალწინ, მაგრამ შტერულმა შეზღუდვებმა საბოლოო ჯამში ვერ იმუშავა და ძალიანაც კარგი!

არგენტინა-საფრანგეთში ფინალზე ოპერატორის კამერამ სრულიად შემთხვევით დააფიქსირა მკერდამოყრილი და შესაბამისად მკერდდალოცვილი არგენტინელი ქალი, რომელმაც სულ ძუძუებზე დაიკიდა ყატარში არსებული შეზღუდვები და ციხეში გამოკეტვის შიში და მკერდი მთელი ტრიბუნის წინ ისე აათამაშა, როგორც დაგიბარებიათ.

შემდეგში, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ამ არგენტინელ ქალბატონს სახელად ქვია ნოე და სწორედ ამგვარი ქცევებითაა ცნობილი. თუმცა, ერთია როდესაც მკერდს თავისუფალი ქვეყნის სტადიონების ტრიბუნებზე იშიშვლებ და მეორეა როცა ამას ყატარში აკეთებ, სადაც მსგავსი ქმედებები არამხოლოდ ჯარიმით, ციხეში გამოკეტვითაც კი ისჯება.

0.608203