ფეხბურთი

12:37 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ საუდის არაბეთში 2030 წლამდე

კრიშტიანუ რონალდუ, დღეს, 22 დეკემბერს, საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ „ალ-ნასრთან“ 2030 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს - წერს Marca.

37 წლის პორტუგალიელი კლუბში 2,5 წლის განმავლობაში მოთამაშის სტატუსით იქნება და წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოდ. შემდეგ კი საუდის არაბეთის ელჩი გახდება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხში. ოღონდ რამდენი ექნება შემდეგ ჯამაგირი, უცნობია. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი ერთობლივი განაცხადის შეტანას აპირებენ ფიფაში 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობის თაობაზე.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რონალდუ შვებულებაში გახლდათ და საუდელთა წინადადებაზე ფიქრობდა. დიდი ალბათობით, პორტუგალიელსა და „ალ-ნასრს“ შორის ხელშეკრულება უახლოეს ხანში გაფორმდება.

0.132374