ყატარის მუნდიალზე ისტორიული გამარჯვების კვალად, არგენტინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს სამარადჟამოდ უკვდავყონ ეს ფაქტი და მოიფიქრეს 1 000 პესოს (5,74 აშშ დოლარი) კუპიურას ლიონელ მესის გამოსახულება დაახატონ, კუპიურის უკანა მხარეს კი ქვეყნის ნაკრები იქნება გამოსახული მსოფლიო თასით ხელში - გვამცნობს El Financiero.
ცხადია, კუპიურები ძირითადად სასაჩუქრე იქნება, თუმცა მიმოქცევაშიც გამოვა. ასეთი შემთხვევა არგენტინაში პირველი არ არის. 1978 წელს, როცა „ალბისელესტე“ პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ცენტრალურმა ბანკმა სამახსოვრო მონეტები დაამზადა.
ასეთივე მონეტები გამოუშვეს ქვეყნის პირველი ლედის, ევა პერონის გარდაცვალების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით.