მადრიდის „რეალი“ „ლაიფციგისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველის, იოშკო გვარდიოლის შეძენას აპირებს - გვამცნობს Fichajes.
20 წლის ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა პირადად კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს.
„რეალი“ ხორვატს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მოიაზრებს. მან ფერლან მენდი უნდა შეცვალოს და დაცვის ცენტრში დაიკავოს ადგილი. ავსტრიელი დავიდ ალაბა კი მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლებს.
იოშკომ ახლადდამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატთა შვიდივე მატჩში შეუცვლელად მიიღო მონაწილეიობა და ერთი გოლი გაიტანა. ხორვატებმა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავეს.