ფეხბურთი

2:17 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელია სრულყოფილი პროფესიონალია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლილთან“ მატჩის (1:4) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი იდეალური პროფესიონალია და უმატებს.

„ჩემი აზრით, კვარაცხელია უმატებს. „ვილიარეალთან“ მეორე ტაიმში მოედანზე დავტოვე, რათა მისთვის სათამაშო დრო მიმეცა. სრულყოფილი ბიჭია, სრულყოფილი პროფესიონალი“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: თურქულ შეკრებაზე „ანტალიასპორსა“ (3:2) და „კრისტალ პალასს“ (3:1) მოუგო, ხოლო „სტადიო მარადონაზე“ „ვილიარეალსა“ (2:3) და „ლილთან“ (1:4) წააგო. კვარაცხელიამ აღნიშნულ ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი არ გაუკეთებია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონატი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი" მილანში, „ინტერს“ დაუპირისპირდება.

0.112318