სხვა

23:15 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური და უსიკი ბრძოლაზე შეთანხმდნენ

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონებმა, ტაისონ ფიურიმ და ოლეკსანდრ უსიკმა მოილაპარაკეს, რომ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა მომავალი წლის დასაწყისში გამართონ. ეს ინფორმაცია, WBC-ს ბრიტანელი ჩემპიონის პრომოუტერმა ბობ არუმმა გაავრცელა.

ფიურიმ უკრაინელი მას შემდეგ გამოიწვია, რაც თანამემამულე დერეკ ჩისორა მეათე რაუნდში დაანოკაუტა. მან მაშინვე პირველ რიგში მჯდარ უსიკს მიმრთა და ბრძოლა შესთავაზა.

შესაძლო ბრძოლის თარიღი ჯერ უცნობია. არაა გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე, ლაპარაკი სიტყვიერ შეთანხმებაზეა. თუმცა არუმი ირწმუნება, რომ ორივე მოკრივე მომდევნო ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ დადგება და მანამდე არავის შეხვდება.

„ორივე შეთანხმდა, რომ შემდეგი ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ ექნებათ. უსიკი ჩემი მეგობარია, ის ძალიან ინტელიგენტურია. ტაისონი სუპერმენია, როგორც ათლეტი და როგორც ინტელექტუალი. ჰოდა, მათ ბრძოლა სურთ“, - ყვება არუმი.

მისივე თქმით, უკვე მიღებულია მასპინძლობის შეთავაზებები ახლო აღმოსავლეთიდან, თუმცა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა შეიძლება გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდეს. არუმი დასძენს, რომ საბოლოო კონტრაქტის გაფორმებამდც ბევრი აღარ დარჩა და შესაძლოა, ეს წელსვე მოესწროს.

0.121332