ფეხბურთი

22:43 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ევროპა ლიგას ენთუზიაზმით ველით"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ევროპა ლიგაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ეს ტურნირი არ მოსწონს, მაგრამ მასში სათამაშოდ კონცენტრირებულია.

„ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა მიყვარს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვითამაშებთ. არ მოგვწონს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვართ და ეს გვაბრაზებს, დიდი იმედგაცრუებაა. გაბრაზებულები ვართ იმის გამოც, რომ ვმონაწილეობთ ტურნირში, რომელიც არ მოგვწონს, მაგრამ ევროპა ლიგას ენთუზიაზმით ველით, თუმცა, ნახევარფინალში, ფინალში თუ გავალთ, უკვე ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებული ევროპა ლიგასა და ლა ლიგაზე“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

0.112686