ძიუდო

21:01 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილის ოქროს მედალი იერუსალიმის მასტერსზე

ტატო გრიგალაშვილი იერუსალიმის მასტერსის ჩემპიონი გახდა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეებს არაფერი დაუთმო.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, მერე იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს აჯობა და ნახევარფინალში ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა. ამრიგად, ტატო ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ირანელ საეიდ მოლაეის შეხვდა, რომელსაც დამატებით დროში ვაზარით აჯობა და ოქრო მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ტატომ 2022 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოახერხა. ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელა.

დღესვე, 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს. შავდათუაშვილი ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან, ხოლო ტერაშვილი მასპინძელ იდო ლევინთან დამარცხდა.

იერუსალიმის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავა, თუმცა მათ შორის არ იქნება ლაშა ბექაური, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჯიბრს ჩაეხსნა.

0.11593