ინგლისის ნაკრების წევრი ანდროს თაუსენდი ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. ფეხბურთელს მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა მისი გამოჯანმრთელება სლოვენიასთან და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის გამოირიცხა.
ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრები დატოვა და “ტოტენჰემს” დაუბრუნდა. სავარაუდოდ თაუსენდი ლონდონური კლუბის დამდეგ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
15 ნოემბერს ინგლისის ერონული ნაკრები 15 ნოემბერს სლოვენიის ნაკრებს “უემბლიზე” მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს “სელტიკ პარკზე” ამხანაგურ შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებს ესტუმრება.
გასულ ზაფხულში თაუსენდი “ტოტენჰემთან” ერთად თბილისში იმყოფებოდა. როცა ინგლისურმა კლუბმა “დინამო” დიდი ანგარიშით დაამარცხა, თაუსენდმა გოლი და ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია