ფეხბურთი

15:16 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს მეფემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს უმასპინძლა და ჯილდოები გადასცა

მაროკოს მეფე, კინგ მოჰამად VI, პრინც მულაი ელ ჰასანთან და პრინც მულაი რაშიდთან ერთად მაროკოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და მწვრთნელს შეხვდა და მათ ჯილდოები გადასცა.



,,ატლასის ლომებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და ისინი გახდნენ ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში მოახერხა გასვლა. ამ წარმატებისთვის მაროკოს მეფემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფაუზი ლეკჯაას და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვალიდ რეგრაგის მეორე ხარისხის ღირსების მედალი გადასცა და სარდლის წოდება მიანიჭა.

ოფიცრის წოდებები და მესამე ხარისხის ღირსების მედლები მიიღეს ნაკრების ლიდერებმა – განემ საისმა, იასინ ბუნუმ, აშრაფ ჰაკიმიმ, ნუასირ მაზრაუიმ, სოფიან ამრაბატმა, ნაიეფ ააგერდმა, ჰაკიმ ზიეშმა და აზედინ უნაჰიმ.

ღონისძიებაზე ფეხბურთელებთან ერთად, მეფის მოთხოვნით მათი დედებიც იყვნენ წარმოდგენილნი. მოთამაშეებმა და ტექნიკურმა სტაფმა მეფისგან ასევე საჩუქრები და სუვენირები მიიღეს.

მაროკოს ნაკრებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, გულშემატკივართა დიდი არმია დახვდა. მათ მხარდამჭერებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება იზეიმეს.

0.119422