ისტორია

14:49 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერ ლიგის მატჩზე ისტორიაში პირველად, სიქ-პუნჯაბი მსაჯი იმუშავებს

4 იანვარს, ,,საუთჰემპტონისა" და ,,ნოტინგემის" მატჩში ბჰუპინდერ სინგჰ გილი გახდება პირველი სიქ-პუნჯაბი მსაჯი, რომელიც პრემიერ ლიგის შეხვედრაში იმუშავებს.



სინგჰ გილი სადებიუტო შეხვედრაში გვერდით მსაჯად იმუშავებს და ის ტომას ბრამალს დაეხმარება. ბჰუპანდერი ასევე ყოფილი მსაჯის, ჯარნაილ სინგჰის უმცროსი ვაჟია, რომელიც 2004-2010 წლებში ინგლისის ქვედა დივიზიონებში მსაჯობდა. ბჰუპინდერი პროფესიით ფიზკულტურის მასწავლებელია და ის გახდება პირველი სამხრეთ აზიელი რეფერი, რომელიც პრემიერ ლიგაში იმსაჯებს.

ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული შესვენების შემდეგ, 26 ნოემბერს, ,,ბრენტფორდისა" და ,,ტოტენჰემის" მატჩით განახლდება, რაც შეეხება ბჰუპინდერს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მისი დებიუტი 4 ნოემბერს, ,,საუთჰემპტონისა" და ,,ნოტინგემის" მატჩში, გვერდით მსაჯად შედგება.

0.115448