რაგბი

10:49 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა თასის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

ქართველი მორაგბე, გიორგი კვესელაძე რაგბის ჩემპიონთა თასის მეორე ტურში, დიდი ანგარიშით განცდილი მარცხის მიუხედავად, სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.



ქართველმა მორაგბემ ,,ლენსტერის" წინააღმდეგ მატჩში, 9 ბოჭვა შეასრულა 90%-იანი სიზუსტით. გარდა ამისა, მან 18 პასი და 4 ოფლოუდიც გააკეთა. ამ სტატისტიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩემპიონთა თასმა ის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში 13 ნომრად გაამწესა.

გიორგი კვესელაძის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა გამორჩეული იმით არის, რომ ქართველი ცენტრის ,,გლოსტერმა" ლენსტერთან" დიდი ანგარიშით, 0:57 წააგო და 1 მოგებითა და 1 მარცხით მე-8 პოზიციას იკავებს.

გიორგი კვესელაძე საქართველოს ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 32 მატჩში 25 ქულა აქვს დაგროვებული.

0.121712