ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის შემდეგ, კატარის სპორტულ ფედერაციას სურს ქვეყანაში სხვა სპორტების განვითარებასაც შეუწყოს ხელი და ისინი 2025 წელს ,,ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტესტ მატჩის მასპინძლობაზე აპირებენ განაცხადის შეტანას.
ქვეყანა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად ცდილობს 7-კაცა რაგბის სერიების მასპინძლობას, ამჯერად კი მათ შეთავაზება 2025 წელს ,,ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტესტ მატჩის მასპინძლობაზე გააკეთეს. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში ,,ლომები" ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
გარდა ამისა, კატარის რაგბის ფედერაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მართავს შეხვედრებს, რათა იმ 8-დან ერთ-ერთ სტადიონზე მოიპოვოს უფლება, რომლებიც მუნდიალისთვის აშენდა.
აქვე შეგახსნებთ, რომ ,,ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები" ინგლისიდან, ირლანდიიდან, შოტლანდიიდან და უელსიდან აყვანილი მორაგბეების ნაკრებია, რომელიც ტესტ მატჩებს მსოფლიო რაგბის საუკეთესო გუნდებთან მართავს.