არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში საზეიმო მსვლელობა ღია ავტობუსით გამართა და ქუჩაში მილიონობით გულშემატკივარი გამოვიდა.
რა თქმა უნდა, არეულობის გარეშე ყველაფერს არ ჩაუვლია. ავტობუსმა ერთ-ერთი ხიდის ქვეშ გაიარა, რა დროსაც, რამდენიმე გულშემატკივარმა ავტობუსში ხიდიდან გადახტომა სცადა. ერთ-ერთმა მიზანს მიაღწია კიდეც, მაგრამ ყველას ასე არ გაუმართლა.
ერთ გულშემატკივარს ნახტომი დაუგვიანდა - ჯერ ავტობუსს დაეცა და შემდეგ ძირს გადავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.