სხვა

23:34 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტა ესპანია 2023 წელს ბარსელონას ოლიმპიურ პორტში დაიწყება

ვუელტა ა ესპანიას 78-ე ველომარათონი სტარტს ბარსელონაში, ოლიმპიური პორტიდან აიღებს. 1962 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ვუელტა ბარსელონაში დაიწყება.

პირველი ეტაპი, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება, იქნება 14-კილომეტრიანი დროზე ინდივიდუალური რბოლა. მისი ტრასა ქალაქის ქუჩებზე გაივლის. მეორე ეტაპი კი ბარსელონას შემოგარენში არსებულ ქალაქ მატაროში აიღებს სტარტს და 181 კილომეტრის შემდეგ, მონჟუიკის აღმართის გავლით, ოლიმპიურ სტადიონზე დასრულდება.

„ბარსელონა ქალაქია, რომელსაც სპორტი უყვარს, განსაკუთრებით კი ველოსპორტი. 60 წლის შემდეგ, ბარსელონას ვუელტას მარშრუტში დაბრუნება, შესანიშნავი ამბავია. ვუელტა 23 ჩვენთვის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის კულტურული, სოციალური და არტისტული სიმდიდრე წარმოვაჩინოთ. ჩვენ გვინდა, რომ ხალხი საცხოვრებლებიდან ველოსპორტული ზეიმის სანახავად გამოვიდეს, დიდი სპორტული ღონსძიების ნაწილი გახდეს“, - ამბობს ბარსელონას მერის მოადგილე ხაიმე კოლბონი.

თეგებივუელტა
0.116802