ძიუდო

20:08 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

იერუსალიმის მასტერსი საქართველოსთვის უმედლოდ დაიწყო

ძიუდოში იერუსალიმის მასტერსი დაიწყო, მაგრამ პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლო გამოდგა.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს აჯობა და მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო. თუმცა, გადამწყვეტი შეხვედრა იან იუნ ვეისთან შიდოებით წააგო და კვარცხლბეკზე ვერ ავიდა.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრეში ფრანგ მაქსიმ გობერთან დამარცხდა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. მედლის გარეშე დარჩა ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ), რომელმაც პირველი ბრძოლა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დათმო.

იერუსალიმის მასტერსზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ 9 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.115128