ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონობაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ლეო ძალიან ბედნიერია და ამისთვის ყველაფერი გააკეთა.
"ვფიქრობ, ფინალი შთამბეჭდავი იყო და მესის საბოლოოდ მიეცა შესაძლებლობა აეწია მსოფლიო ჩემპიონატის თასი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბედნიერია. ლეომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო და მას საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა“, - აღნიშნა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი თავის დროზე ინიესტამაც მოიგო - 2010 წელს.