ფეხბურთი

19:09 | 20.12.2022 | ნანახია 0 - ჯერ

სებასტიან ალე ვარჯიშს მალე დაუბრუნდება

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი სებასტიან ალე შესაძლოა მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდეს. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.

კოტ დივუარელ ფეხბურთელს ზაფხულში სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც კარიერაში პაუზის აღება მოუწია. 28 წლის ფეხბურთელმა ორჯერ ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის კურსიც გაიარა.

გერმანული მედია ვარაუდობს, რომ ახალი წლის შემდეგ ალე აქტიურ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ალე „დორტმუნდმა“ გასულ ზაფხულს ამსტერდამის „აიაქსიდან“ დაიმატა, მაგრამ დაავადების გამო გერმანულ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

0.064457