თამაშგარე

16:55 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორგან რიდლი უსექსობას უჩივის

ამერიკელი მეჩოგნის, ტეილორ ფრიტცის გულისსწორი, მოდელი მორგან რიდლი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხვდება ბულვარული მედიის ყურადღების ცენტრში და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შორს არაა დრო, როდესაც ეს გოგონა ცნობილი სპორტსმენების შეყვარებულთა შორის თავის კუთვნილ და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

მორგანი თითქმის არ აცდენს ტეილორის შეხვედრებს და ჩოგბურთის კორტის ტრიბუნაზე თუკი ოპერატორებს ვინმეს გადაღება და დაფიქსირება უხარიათ, სწორედ ეს ასულია. სხვათაშორის, თავიდან მორგან რიდლი მედიასთან სიახლოვეს გაურბოდა და არც რაიმე სახის კომენტარს აკეთებდა, მაგრამ, შემდეგ როგორც ჩანს, მანაც იგრძნო პოპულარობის გემო და ახლა რაც მოსაყოლია და რაც არა, ყველაფერს უშურველად ლაყბობს.

ასე, მაგალითად ამ ერთი კვირის წინ, მორგანმა ფრანგულ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბარში დაიწუწუნა, რომ ძალიან არ მოსწონს სპორტსმენების რთული სპორტული გრაფიკი, რადგან ხშირად ვერ ახერხებს ტეილორთან ყოფნას და თანაყოფას. უსექსობა ან ცოტა სექსი კი, მისი აზრით, ურთიერთობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

არა, რაც იცის, იცის, ვერ წაართმევ!

0.137161