ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებიდან მეორე დღესვე არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული გუნდის ახალი მაისურების სერიული გამოშვება დაიწყო, რომლებსაც ემბლემის თავზე მესამე ვარსკვლავი დაემატა. ამიერიდან „ალბისელესტე“ პლანეტის სამგზის ჩემპიონია (1978, 1986, 2022).
საერთოდ, ეროვნული გუნდების (და არა მხოლოდ ნაკრებების) მაისურებს ჩემპიონობის მაჩვენებელი ვარსკვლავები ამშვენებს. ყველაზე მეტი (5) ბრაზილიელებს აქვთ (1958, 1962, 1970, 1994, 2002), 4-4-ჯერ იპირველეს იტალიელებმა (1934, 1938, 1982, 2006) და გერმანელებმა (1954, 1974, 1990, 2014).
შემდეგ მოდიან არგენტინელები. ურუგვაელებს (1930, 1950) და ფრანგებს (1998, 2018) მუნდიალებზე 2-2-ჯერ გაუმარჯვიათ.
თითო ვარსკვლავი აქვთ ინგლისელებს (1966) და ესპანელებს (2010).
ყატარის მუნდიალის ფინალურ მატჩში არგენტინელებმა ფრანგები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს (ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დამთავრდა).