ფეხბურთი

14:22 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტმა არგენტინელებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სოციალურ ქსელში არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

„გილოცავ ალბერტო (არგენტინის პრეზიდენტი - ალბერტო ფერნანდესი - რედ) და ასევე ყველა არგენტინელს, გუშინდელ მძიმე და დამსახურებულ გამარჯვებას. იცი, ვფიქრობ, ამ ბიჭს, მესის, შეიძლება მომავალი ჰქონდეს.“ - წერს ბაიდენი. ამ სიტყვებს ბაიდენმა თვალის ჩამკვრელი ემოძი დაურთო.

ყატარის მუნდიალის ფინალურ მატჩში არგენტინელებმა ფრანგები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს (ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დამთავრდა).

არგენტინელებმა მესამედ მოიპოვეს პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი (მანამდე 1978 და 1986 წლებში).

0.122209