ფეხბურთი

17:26 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა ვიალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი ლონდონის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პანკრეასის კიბოს ებრძვის.

58 წლის ვიალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მან იტალიის ნაკრებში სამსახური დატოვა და მკურნალობის აქტიურ პროცესზე გადავიდა.

იტალიური მედია წერს, რომ ლონდონში ვიალის 87 წლის დედაც ჩავიდა, რათა თავისი შვილის გვერდით იყოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი კიბოს 2017 წლიდან მოყოლებული ებრძვის. ერთი პერიოდი მას პროგრესი ჰქონდა, მაგრამ დაავადება შემდეგ ისევ გააქტიურდა.

0.126775