დიეგო მარადონას შვილი, უმცროსი დიეგო მარადონა არგენტინის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ლიონელ მესიზე მეტად ამ ტიტულის მოგებას არავინ იმსახურებდა.
„2022 წლის 18 დეკემბერი. არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია! გილოცავ ლიონელ მესი, რადგან შენზე მეტად არავინ იმსახურებდა ამ თასის აწევას. ბედნიერება ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. თავს ყოველთვის ამაყ არგენტინელად ვგრძნობდი. მამა, დარწმუნებული ვარ, ზემოდან ჩვენთან ერთად ზეიმობ. არ იცი, რამდენად მინდა ჩაგეხუტო“, - დაწერა უმცროსმა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი დიეგო მარადონა ნახევრად იტალიელია, რადგან დედა ნეაპოლელი ჰყავს და ამ ქალაქში დაიბადა, სადაც დღემდე ცხოვრობს.