„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლის უნივერსიტეტში სპეციალურ ღონისძიებას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა და იტალიურ კლუბში არსებულ მდგომარეობასა და თავის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„პირველი რაც აქ ჩამოსვლისას შევამჩნიე, რომ მართლაც, ნეაპოლელი ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. ჩემთვის „მარადონაზე“ პირველი თამაში სასწაული იყო და მაშინ მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ნეაპოლელებსა და გულშემატკივრებს, რომ მათ სახლში ასე თბილად მიმიღეს.
რთულია ყოველთვის ერთ დონეზე იყო და ისე ითამაშო, როგორც დაიწყე, მაგრამ ალბათ, ფეხბურთელის მოვალეობაც ის არის, რომ ყოველთვის ერთ დონეზე იყო, იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამდენ ხალხს უყვარს, პატივს გცემენ და ეს უნდა დაუფასო.
ჩვენი მიზანია, რომ ტიტულები მოვიგოთ, რადგან ძალიან კარგი გუნდი გვყავს. თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველაფერს გავაკეთებთ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მარტო ვერაფერს მიაღწევ, გუნდის გარეშე არაფერია შესაძლებელია.
ნეაპოლელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოშიც ოჯახი პირველ ადგილზეა და ამიტომ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“, - თქვა ხვიჩამ.