ფეხბურთი

19:55 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლი: "არ აქვს მნიშვნელობა რამდენს შემოგვთავაზებენ, კვარაცხელია არ იყიდება"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა გამორიცხა.

იტალიური კლუბის მენეჯერმა კომენტარი „ნიუკასლის“ ინტერესის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ კვარა არ იყიდება.

„არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ის გავუშვათ, მიუხედავად შეთავაზების ოდენობისა და ციფრებისა“, - ციტირებს Sport-exrpess-ი ჯუნტოლის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლის“ მხრიდან ინტერესზე რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მედიამ დაწერა. ცნობილია, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან კონტრაქტის ერთი წლით განახლებასა და ხელფასის მომატებაზე მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109807