ფეხბურთი

18:45 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი სტატისტიკა: 24 წლის მბაპე უკვე ისტორიაშია, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს

კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარი გააკეთა, რაც მის ამბიციებს ნათლად გადმოცემს.

„დავბრუნდებით“, - დაასათაურა მბაპემ თავისი ფოტო, რომელშიც მსოფლიო თასი ჩანს და ხელში საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ოქროს ბუცი უჭირავს.

მბაპე ხვალ, 20 დეკემბერს, 24 წლის გახდება და მთელი კარიერა წინ აქვს, თუმცა ისტორია უკვე დაწერა და გასულ მუნდიალზე არაერთი რეკორდი დაამყარა.

მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალებში უკვე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 4 (ერთი 2018 წელს და სამი 2022 წელს). ვავას, პელეს, პოლ ბრაიტნერისა და ზინედინ ზიდანის შემდეგ მეხუთე მოთამაშეა, რომელმაც ორ სხვადასხვა ფინალში გაიტანა, ჯეფრი ჰერსტის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

კილიანს მუნდიალზე უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და მიროსლავ კლოზეს რეკორდამდე (16 გოლი), არცთუ დიდი მანძილი აშორებს. მისი პოტენციალიდან და ასაკიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ მომდევნო ორ მუნდიალზე მთავარი პროტაგონისტი უნდა იყოს.

ფაქტია, რომ კილიან მბაპე უკვე ისტორიაშია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.

0.12106