ფეხბურთი

19:16 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ძალისხმევა არ დამიკლია და შეცდომებიც დავუშვი, რამაც მიმიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ და ამით ვამაყობ. ჩემი ისტორია დავწერე, ჩვენი ამბავი აქ სრულდება“, - დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.

კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა და 97 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ის 2014 წლამდე გუნდის შეუცვლელი წევრი და ლიდერი იყო, თუმცა, შემდეგ მატიე ვალბუენასთან მომხდარი სკანდალის გამო ნაკრებიდან მოკვეთეს.

ამის გამო ბენზემა 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა და ვერც საფრანგეთში გამართულ ევრო 2016-ზე ითამაშა, სადაც „მამლები“ ფინალში დამარცხდნენ. საფრანგეთში კარიმი 2021 წელს დააბრუნეს და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც გუნდი მერვედფინალში შვეიცარიასთან დამარცხდა.

აწ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბენზემა განაცხადში იყო, თუმცა ტრავმის გამო არ უთამაშია და არც გუნდთან ერთად იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113344