ფეხბურთი

17:28 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია GOAL-ის ოქროს ბურთის რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა

GOAL-მა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტრადიციული ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და მე-10 პოზიციას იკავებს.



ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, თუმცა ის თავის პოზიციას მყარად ინარჩუნებდა. მისთვის იქამდე ოცეულში მყოფ არცერთ ფეხბურთელს არ გადაუსწრია, უბრალოდ გამოცემამ სიაში არგენტინის ნაკრების ფორვარდი, ხულიან ალვარესი დაამატა, რამაც ქართველი ფეხბურთელის ერთი პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია.

,,ევროპული სეზონის აქამდე გამორჩეული ვარსკვლავი, "კვარადონა" ,,ნაპოლის" სერია A-ს სათავეში ასვლაში დაეხმარა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებაში. არცერთი სტატისტიკა არ ასახავს გარემარბის გავლენას ისე, როგორც ის, რომ იგი ასისტებისა და გოლების ჯამური რაოდენობით სერია A-ს ლიდერობს. საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე აშკარად სერიოზული დარტყმა იყო მისი ოქროს ბურთის იმედებისთვის, მაგრამ მას ახლა კიდევ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი, რათა სეზონის მეორე ნახევრისთვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდეს." - წერია GOAL-ის სტატიაში.

ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც ბუკაიო საკა, ჯამალ მუსიალა, ჯუდ ბელინგემი, ენცო ფერნანდესი და კოდი გაკპო არიან. მის წინ რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
9. მოჰამედ სალაჰი
8. ხულიან ალვარესი
7. კევინ დე ბრუინი
6. ვინისიუს ჯუნიორი
5. რობერტ ლევანდოვსკი
4. ნეიმარი
3. ერლინგ ჰოლანდი
2. კილიან მბაპე
1. ლიონელ მესი

0.139003