ფეხბურთი

16:26 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგები შიმონ მარცინიაკის მსაჯობით უკმაყოფილონი არიან

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა მედიამ შეხვედრის პოლონელი მთავარი მსაჯი გააკრიტიკა და გადაწყვეტილებები დაუწუნა.



,,პოლონელმა მარცინიაკმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მსაჯია, თავის საქმეს თავი ვერ გაართვა. ანხელ დი მარიას წინააღმდეგ დანიშნული პენალტის დროს შეხება ძალიან მცირე იყო. იგი არაფრით განსხვავდებოდა მარკუს ტურამის მომენტისგან, მაგრამ VAR-ზე პასუხისმგებელი პოლონელი არბიტრი არ აპირებდა თანამემამულის პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენებას მსოფლიოს წინაშე."

,,კიდევ იყო რამდენიმე გადაწყვეტილება, რამაც გაბრაზება და გაუგებრობა გამოიწვია. როგორ დაასრულა მატჩი ყვითელი ბარათის გარეშე კრისტიან რომერომ, რომელიც პასუხისმგებელია ამდენ ჯარიმაზე? როგორ არ აფრთხილებდა მისტერ მარცინიაკი არგენტინელებს, რომლებიც სწრაფ კონტრშეტევებს შლიდნენ ნებისმიერი საშუალებით. რატომ არ დასაჯა მსაჯმა ემილიანო მარტინესი, რომელმაც ჩუამენის ბურთი გადაუგდო პენალტების სერიაში" - წერია L'equipe-ს სტატიაში.

პოლონელმა რეფერიმ ფინალში ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი აჩვენა, გუნდები კი 45-ჯერ დააჯარიმა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119326