ცნობილი იტალური გამოცემა, Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებას კიდევ ერთ სტატიას უძღვნის და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი დათმობა არ შეიძლება.
,,სამ თვეში უკვე ყველაფერი გასაგები იყო. და მაინც, ყოველგვარი ეჭვის გასაქრობად, ლუჩანო სპალეტიმ აიღო მიკროფონი და ყველას აუხსნა, რომ ის უფრო და უფრო მეტად ხდება ლიდერი. როდესაც ის თავისი ჩრდილიდან გამოვიდა, მან ტრადიციებისა და ნორმების მიხედვით დაიწყო მოქმედება. ,,ნაპოლი" მეორე და მესამე არჩევანით, პრიმავერას სხვადასხვა მოთამაშეებით - დაუბრუნდა თავის ზღაპრულ განზომილებას."
,,ბოლოს, როდესაც კვარამ ითამაშა, ,,ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩში დაშავდა, რის გამოც მას 3 თამაშის გამოტოვება მოუწია, ამას შესვენება მოჰყვა, სპალეტი კი მისი მისამართით სიფრთხილეს იჩენდა."
ახლა უკვე კვარაცხელიას მაგია ბრუნდება. ,,ნაპოლის" კვარა აქ სჭირდება. ბრწყინვალე ინტუიცია, დიდებული შეხება, ასისტებით და გიგანტური ტალანტით, აღმოჩენილი საქართველოში, რომელშიც მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და რომელიც მაშინვე გახდა ფენომენი. ,,ნაპოლს" ის სიამოვნებას ანიჭებს და ამის დათმობა არ შეიძლება" - წერია Corriere dello Sport-ის სტატიაში.