კალათბურთი

3:12 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 6 ქულა და 4 მოხსნა სერია A-ში

ბექა ბურჯანაძის „რეჯანამ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101:115 დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ყველაფერი ოვერ ტაიმში გადაწყდა, სადაც ვენეციელებმა უკეთ ითამაშეს.

ბურჯანაძემ 14 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ 1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ვენეციას“ ლიდერი მარკო სპისუ იყო, რომელმაც 24 ქულა და 7 პასი დააგროვა.

„რეჯანა“ ცუდ სეზონს ატარებს, 2 მოგებით და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 დეკემბერს, „ბრეშას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110866