საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა არგენტინასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან მუნდიალის ფინალური მატჩი კრივის ბრძოლას შეადარა.
„ეს მტკივნეულია. პირველი ტაიმი მთლიანად დავთმეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და დუელები ვერ მოვიგეთ. მეორე ტაიმში მბაპემ თავისი ნიჭი გამოავლინა და ანგარიში გავათანაბრეთ. ეს მატჩი კრივის ბრძოლას ჰგავდა“, - თქვა ლორისმა.
შეგახსენებთ, რომ უგო ლორისმა მუნდიალზე მეოცე თამაში ჩაატარა და მეკარეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მასზე მეტჯერ არავის უთამაშია.