ფეხბურთი

0:46 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "0:3 რომ წაგვეგო, სათქმელი არაფერი იქნებოდა, ახლა კი იმედგაცრუება ძალიან დიდია"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა არგენტინის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან მტკივნეული მარცხი იყო და ძალიან იმედგაცრუებულები არიან.

„იმედგაცრუება ძალიან დიდია. ტურნირის დაწყებამდე და ტურნირის განმავლობაში პრობლემები შეგვექმნა, ადვილი არ იყო, მაგრამ ეს არც საბაბი არ არის. ფეხბურთელებსა და პერსონალთან ამ მსოფლიოს ჩემპიონატის გაზიარება ბედნიერებაა, ეს ყველაფერი ადამიანური თავგადასავალია და არც უნდა დავივიწყოთ. ტიტულისგან არც ისე შორს ვიყავით. 0:3 რომ წაგვეგო, სათქმელი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეულია. პირველ ტაიმში შეცვლები იმიტომ გავაკეთე, რომ კმაყოფილი არაფრით ვიყავი.

ამ წაგების მონელებას დრო დასჭირდა. გამარჯვებაც რომ მოგვეპოვებინა, პასუხს არ გაგცემდით. მთავარი საფრანგეთის ნაკრებია, ის ყველაფერზე მაღლა დგას. ახალი წლის დასაწყისში პრეზიდენტს შევხვდები, როგორც დაგეგმილია და ვნახოთ. ახლა ამაზე საუბარი არ მინდა“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალი მეორედ წააგო და ისევ პენალტების სერიაში (2006 და 2022 წლებში).

0.123519