ფეხბურთი

0:22 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "მეტს ვერაფერს ვითხოვ, მინდა, მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ნაკრებში ვითამაშო"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნაკრებში თამაშს ჯერჯერობით გააგრძელებს, რადგან უნდა, რომ რამდენიმე თამაში მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ჩაატაროს.

„სიგიჟეა. ეს თასი ყველაზე ლამაზია, რაც არსებობს. ბრწყინვალეა, ძალიან მინდოდა. ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ ტიტული მოვიპოვეთ. ის მაქვს, რაც მაკლდა. მქონდა განცდა, რომ ეს მოხდებოდა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ღმერთი ამ თასს მომცემდა. ერთი სული მაქვს არგენტინაში ჩავიდე და ის სიგიჟეები ვნახო, რაც იქ იქნება. რა თქმა უნდა, მინდოდა კარიერა ამ ტიტულით დამესრულებინა, მეტს ვერაფერს ვითხოვ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მომცა.

პრაქტიკულად ჩემი კარიერა ასე შთამბეჭდავად დავასრულე. ამის შემდეგ რა იქნება? კოპა ამერიკის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შევძელი. ნაკრებიდან წასვლა? მიყვარს ფეხბურთი და რასაც ვაკეთებ. მომწონს გუნდში ყოფნა, მინდა, რამდენიმე მატჩი, როგორც მსოფლიოს ჩემპიონმა ვითამაშო“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, არგენტინა კი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116131