ფეხბურთი

20:01 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ ლოთარ მათეუსის რეკორდი გააუმჯობესა

ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

არგენტინელი ფეხბურთელითვის საფრანგეთთან შეხვედრა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 26-ე გამოდგა და მსგავსი შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში არავის აქვს. მესიმ ლოთარ მათეუსის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოს ჩემპიონატზე 25 თამაში ჩაატარა.

ლიონელ მესის 26 მატჩის ჩასატარებლად 5 მუნდიალი დასჭირდა (2006, 2010, 2014, 2018, 2022) და ამ შეხვედრებში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112987