ინგლისის ნაკრებს ისევ გარეთ საუთგეიტი გაწვრთნის. საფეხბურთო ასოციაციამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და 52 წლის მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა.
ამრიგად, ის „სამ ლომს“ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი არცთუ იოლ ჯგუფში იტალიასთან, უკრაინასთან ჩრდილოეთ მაკედონიასა და მალტასთან ერთად ითამაშებს.
"მოხარულები ვართ ვადასტურებთ, რომ გარეთ საუთგეიტი რჩება ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად და უხელმძღვანელებს გუნდს ევრო 2024-ის გზაზე. გარეთს და სტივ ჰოლანდის (მწვრთნელის ასისტენტი) ყოველთვის ჰქონდათ ჩვენი სრული მხარდაჭერა და ევროსთვის მზადება ახლა იწყება" , - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გართ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებს და მართალია გუნდს ტიტული ვერ მოაგებინა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ოთხეულში გაიყვანა (2018 წელს), ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ფინალში (2021 წელს).