ფეხბურთი

15:55 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "არ ვიცი, პოგბა როდის და როგორ დაბრუნდება"

„იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, პოლ პოგბას დაბრუნების თარიღი ისევ უცნობია. „არსენალთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პოგბას მდგომარეობაზე ისაუბრა.

„პოგბას ვარჯიშზე ჯერ კიდევ ერთი მეტრიც არ ურბენია და სიმართლე ისაა, რომ არ ვიცი, როდის და როგორ დაბრუნდება. ყოველდღე წერენ, რომ „ნაპოლისთან“ დაბრუნება ან იანვრის ბოლოს, მაგრამ სიმართლე ის არის, რაც ვთქვი - არ ვიცი, როდის დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე იქნება ხელმისაწვდომი“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ტრავმა ივლისში ამხანაგურ მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვა. „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, ისიც პრესეზონზე, ტესტ-მატჩში.

0.13478