ფეხბურთი

14:25 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: "მესის 50-წლამდე თამაში შეუძლია"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არგენტინელს 50 წლამდე თამაში შეუძლია და სამწუხარო იქნება, თუ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის ბოლო აღმოჩნდება.

„მოვისმინე მოსაზრებები, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლოა. სამწუხაროა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ეროვნულ ნაკრებში თამაშს გააგრძელებდა. თუმცა, ახლა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მესი ყველა ღონეს გამოიყენებს გამარჯვებისთვის. ჩემი აზრით, მას შეეძლო 50 წლამდე ეთამაშა, რადგან აქვს ის თვისებები, რაც სხვა ფეხბურთელებს არ გააჩნიათ“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ რამდენიმე დღის დაადასტურა, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. რონალდინიო და მესი „ბარსელონაში“ თანაგუნდელები იყვნენ.

0.122477