ფეხბურთი

12:10 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვალიდ რეგრაგი: "ერთი თვე მაროკო გავაერთიანეთ, ახლა ხალხს ჩვენგან მეტის მოლოდინი აქვს"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ ხორვატიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია ნაჩვენები შედეგით. თუმცა, რეგრაგიმ ისიც თქვა, რომ მაროკოელი ხალხი ახლა უფრო მეტს ელოდება.

„მწარე მარცხი იყო, მაგრამ დამსახურებული. ვნახეთ გუნდი, რომელიც არ ჩანდა - მაროკოს ნაკრები. თუმცა, უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ერთი თვე ჩვენი ქვეყანა გავაერთიანეთ და ყველა კმაყოფილი იყო. ახლა კიდევ უფრო ძლიერი მოგვიწევს დაბრუნება, რადგან ხალხი ჩვენგან ამას მოელის. ბედნიერები ვართ, კმაყოფილი ვართ, რომ მეოთხე ადგილი დავიკავეთ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის“, - თქვა რეგრაგიმ.

შეგახსენებთ, რომ მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მუნდიალზე პირველად ჯგუფიდანაც აფრიკელებს შორის სწორედ მაროკოს ნაკრები გავიდა - 1986 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113015