ფეხბურთი

11:35 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმიმ მსაჯის შემდეგ ფიფას პრეზიდენტ ინფანტინოსთანაც იკამათა

მაროკოს ნაკრების მცველი აშრაფ ჰაკიმი ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ეკამათა. ამის შესახებ იტალიური და გერმანული მედია იტყობინება.

ჰაკიმი თამაშის დასრულების შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო და მთავარ მსაჯ აბდულრაჰმან ალ ჯასიმს ძალიან აგრესიულად ეკამათებოდა, ხოლო სტადიონის გვირაბში შესვლის შემდეგ ფიფას პრეზიდენტთანაც მოუვიდა შელაპარაკება, რომელმაც მანამდე ხორვატი ფეხბურთელები ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.

როგორც გერმანელი ჟურნალისტი თომას ვაგნერი იტყობინება, პსჟ-ს ფეხბურთელი ინფანტინოს უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ ფიფას არ სურდა მაროკოს ნაკრებს მედლები მოეპოვებინა. მომხდარზე ფიფას კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, ემუქრება თუ არა ჰაკიმის რაიმე სახის სასჯელი ან ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოელები არა მარტო ხორვატიასთან, არამედ ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთანაც უკმაყოფილო იყვნენ მსაჯობით და ფიფაში მსაჯის შესახებ საჩივარიც შეიტანეს.

მაროკოს ნაკრები ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც აფრიკის კონტინენტისთვის მაინც საუკეთესო და ისტორიული შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119033