ფეხბურთი

1:38 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ვილიარეალს" გოლი გაუტანა, "ნაპოლი" დამარცხდა (+VIDEO)

„ნაპოლი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი „სტადიო დიეგო მარადონაზე“ ესპანურ „ვილიარეალთან“ ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ „ნაპოლიმ“ 2:3 წააგო. ანგარიში სტუმრებმა მე-12 წუთზე ეტიენ კაპოს გოლით გახსნეს, რასაც ორ წუთში ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში „ვილიარეალმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და 3:1 დაწინაურდა.

79-ე წუთზე კვარაცხელიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ქართველმა ესპანელთა კარში პენალტი გაიტანა და ტრავმის მოშუშების შემდეგ ეს მისი პირველი გოლია. 5 წუთის შემდეგ დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ გოლამდე ცოტა დააკლდა.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტიმ 8 ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ ხვიჩა 90 წუთი ათამაშა. კვარა მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა, მაგრამ ბოლო ნახევარი საათი ე.წ. მეორე თავდამსხმელად, ცენტრში ითამაშა და გაცილებით ნაყოფიერიც იყო.

„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 21 დეკემბერს, ფრანგულ „ლილთან“ ჩაატარებს, ხოლო სეზონს 4 იანვარს, მილანის „ინტერთან“ საგარეო შეხვედრით განაახლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123747