ფეხბურთი

1:15 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში დარჩენას ევროპის ჩემპიონატამდე აპირებს

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის წასვლის შესახებ იწერებოდა, თუმცა 52 წლის სპეციალისტმა მომდევნო დიდ ტურნირამდე გადაწყვიტა გუნდში დარჩენა.



Telegraph-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუთგეიტი მუნდიალის შემდგომ სახლში დაბრუნდა, თავის ოჯახის წევრებს და მეგობრებს საკუთარი მომავლის შესახებ ესაუბრა და განუცხადა, რომ მომდევნო დიდ ტურნირამდე, სავარაუდოდ, ევრო 2024-მდე აპირებს გუნდში დარჩენას.

მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდგომ ბევრი ვარაუდობდა, რომ სპეციალისტი თავად მიიღებდა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას. თავად საუთგეიტიც მიანიშნებდა იმაზე, რომ შეიძლებოდა გუნდში დიდხანს აღარ დარჩენილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ცივ გონებაზე დაფიქრების შემდეგ, 52 წლის მწვრთნელმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან უდგას სათავეში. ამ პერიოდში მან ,,სამ ლომს" 81 მატჩი მოაგებინა, 15 ფრედ დაასრულა, 15-ჯერ კი მარცხი განიცადა. მისი მწვრთნელობის დროს, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, თუმცა იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

0.114249