კალათბურთი

22:41 | 17.12.2022 | ნანახია 1172 - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი: "მინდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით ვისიამოვნო"

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დიდი სპორტული მოვლენაა და მის შესახებ ყველა საუბრობს. ხვალინდელი მატჩის შესახებ NBA-ის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმაც დააფიქსირა საკუთარი აზრი.



"დენვერ ნაგეტსთან" მოგებული მატჩის შემდგომ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავს მუნდიალის ფინალის შესახებ ჰკითხეს აზრი, მან კი ფავორიტი გუნდი არ აირჩია და კარგ თამაშს დაუჭირა მხარი:

"არგენტინასა და საფრანგეთს შორის არჩევანის გაკეთება არ მსურს, უბრალოდ მინდა თამაშით ვისიამოვნო. რომელ საათზეა მატჩი? დილის 7 საათი შესანიშნავი დროა, ავდგები და ვუყურებ. მთელი მსოფლიოს მსგავსად მეც მინდა დიდებული მატჩი ვიხილო. შესანიშნავი შეხვედრა უნდა გამოვიდეს, რადგან სპორტის ამ სახეობაში ორ საუკეთესო მოთამაშეს ვნახავ" - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

უნდა ითქვას, რომ ლებრონ ჯეიმსს ფეხბურთთან დიდი კავშირი აქვს. მას რამდენიმე ფეხბურთელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს, "ლივერპულის" ერთ-ერთი მფლობელია და ახლახანს "მილანის" მეწილეც გახდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:31 | 17.12.2022
Kobe Bean (21683)

2 კვირაში 38 წლის ხდება და 5 ან 7 წელი უნდა ვითამოშო კიდევო,არანორმალურია ტიპი.38 წლის კაცს რა სეზონი აქვს გადახედეთ კარგად.მე-20 სეზონს ატარებს ნბა-ში და როგორც თვითონ იძახის მინიმუმ 25 სეზონის თამაში უნდა ტიპს)))

23:23 | 17.12.2022
Kobe Bean (21683)

სერიოზულად კი ეს კაცი ერთადერთი სპორტსმენი რომელიც არ მევასებოდა მაგრამ მისი სიდიადე ვაღიარე.ძაან დიდი იგროკია და კიდევ დიდიხანი არ იქნება ახალი ლებრონ ჯეიმსი თუ ოდესმე საერთოდ იქნა.ამის დონის კალათბურთელი არ ვიცი ძმაო,ვისაც კალათბურთი ესმის იმათმა ყველამ იციან ვინაა ეს კაცი

23:20 | 17.12.2022
Kobe Bean (21683)

ამან მბაპეს უქომაგოს,თითქმის სულ აგებს ფინალს და ასე აჯობებს მესისთვის)))

0.129104