1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, დავიდ ტრეზეგემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინალში მესის ჩემპიონობას მიესალმება.
,,პირადად ჩემთვის ეს ფინალი ძალიან ემოციური იქნება. დიდებული მატჩი იქნება, რადგან ეს ის არის, რასაც ყველა ელოდა. ხასიათით, ისტორიით, ეს ორი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში"
,,ვიცი, რომ მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და ის ამ ტიტულს იმსახურებს. იგი ხალხს აოცნებებს, თუმცა ეს საფრანგეთის ამბიციებს, ტიტული შეინარჩუნოს, სულაც არ აკნინებს"
,,საფრანგეთი კატარში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ჩამოვიდა. მესისა და მბაპეს შორის განსხვავება ასაკშია. ლეო კარიერის ბოლო პერიოდშია, კილიანმა კი ახლახანს დაიწყო და ყველაფერს გაიღებს რეკორდებისთვის. ისინი ,,პსჟ"-ში დიდებულ კომბინაციას ქმნიან, თუმცა არგენტინა მესისთვის თამაშობს, ყველაფერი მის გარშემო ხდება." - განაცხადა ტრეზეგემ.
დავიდ ტრეზეგემ 1998 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩაატარა და ოქროს მედალი მოიპოვა.